ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა, მიანიჭოს საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ეს ქვეყნები საჭირო რეფორმებს განახორციელებენ.
შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს რომ ომი ევროკავშირს ახალ ფორმებს სძენს და უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტრიული მომენტია ევროპული მომავლისთვის.
აღნიშნული განცხადება მიშელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.