ქალაქ მარნეულში, საცხოვრებელი კორპუსის აივნის ნგრევას, ორსული ქალის სიცოცხლე ემსხვეროლა, ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა მოახერხეს. არსებული ინფორმაციით გარდაიცვალა ორი და დაშადა სამი ადამიანი.
დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 8 წლის ბავშვია, რომელიც მარენულის "ჯეო-ჰოსპიტალსი"- ს სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს.
როგორც კლინიკის წარმომადგენელი აცხადებს, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა და თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.