მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ვიზიტს გეგმავს - Palitra News

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ვიზიტს გეგმავს

2022-06-25 19:48:36+04:00

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სამომავლოდ კიევში ვიზიტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ეს ჩემს გეგმებშია, მაგრამ დეტალებს მას შემდეგ გავამჟღავნებ, როდესაც ყველაფერს დავადასტურებთ", - განაცხადა სანდუმ.

ცნობისთვის, 23 ივნისს მოლდოვას, უკრაინასთან ერთად ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რომელსაც საბჭომ "ისტორიული" მომენტი უწოდა.