ფესტივალი Tbilisi Open Air მეორე საფესტივალო დღეს მასპინძლობს - Palitra News

ფესტივალი Tbilisi Open Air მეორე საფესტივალო დღეს მასპინძლობს

2022-06-25 17:50:29+04:00

პანდემიის გამო 2 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ თბილისში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open air დაბრუნდა. დღეს ფესტივალის მეორე დღეა. ლისზე დამონტაჟებულ სცენებზე როგორც ქართველი, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკოსებისა და ცნობილი ბენდების კონცერტები იმართება. სხვა არტისტებთან ერთად Tbilisi Open air-ზე დაუკრავს ცნობილი უკრაინული ჯგუფი "ოკეან ელზიც", რომლის ვოკალისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინის არაერთი დანგრეული და განადგურებული ქალაქის ქუჩაში იმღერა.