ბაგებში, ავტომობილში ჩაცხრილი ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დედის, ელენე მხეიძის განცხადებით, მისი შვილი ქილერმა მოკლა. როგორც ბიზნესმენის დედა ამბობს, ლევან კაჭარავას მტერი არ ჰყოლია. ის ვარაუდობს, რომ დაქირავებულმა მკვლელმა საქართველო უკვე დატოვა. ბიზნესმენის დეიდაშვილი, სალომე კობალაძე აცხადებს, რომ მათ მკვლელობის კონკრეტული ვერსია არ აქვთ. იზნესმენი ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე გუშინ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.