საქმეს - „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მიიღეს.საქმე ეხება დავას, რომლის საგანიც „საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობაა.“როგორც სხდომის საოქმო ჩანაწერშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, იმ საკითხის გამორკვევა, კონსტიტუციურია თუ არა პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა, მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას.