წეროვანში პარა-კალათბურთში ტურნირი გაიმართა - Palitra News

წეროვანში პარა-კალათბურთში ტურნირი გაიმართა

2022-06-25 12:41:20+04:00

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ- დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ- დაშავებულმა სამხედროებმა პარა-კალათბურთში იასპარეზეს. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელ გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის წარმომადგენლებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცეს.