სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის” თანამშრომლებისთვის - ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს პაპუნა ხაჩიძეს თავს უცნობი პირები დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ დოლიძის ქუჩაზე მოხდა.
„ირკვევა, რომ მოძალადეები ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ მათ ხელში „ტვ პირველის“ მიკროფონი დაუნახეს. უცნობი პირების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმას წინ უძღოდა