პრემიერ მინისტრი ამბობს რომ ევროკავშირმა უკრაინას და მოლოდოვას სტატუსი საჩუქრად წინმსწრებად გადასცა. დღეს ამ განცხადებას
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი გამოეხმაურა. მისი თქმიტ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება ავანსი და წახალისება არ არის. ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა და ეს პოზიტიური შედეგი მათი მიღწევების შედეგია. აქვე დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა რომ 24 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 385 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 5 671 არასრულწლოვანი -ამჟამად რჩება მხოლოდ ერთი საკითხი გაურკვეველი, ეს ეხება უკრაინელი ლტოლვილების განთავსებას. ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს ახალი სისტემის შემოღებას, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებებს უზრუნველყოფს. მან იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული და უკრაინის მოქალაქეებს დროულად აცნობებენ ამის შესახებ.