„ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს პრემიერის თავდასხმის შემდეგ უცხოელმა დიპლომატებმად მას სასამართლოში სარჩელის შეტანა ურჩიეს, ვიანაიდან თვლიან რომ რარიბაშვილმა მის წინააღმდეგ ძალადობა წაახალისა. სამადაშვილს არ აქვს მოლოდინი რომ მოქმედი მტავრობის პირობებში სამართალი იზეიმებს თუმცა იმედი აქვს რომ განაჩენი ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება. აქვე გეტყვით რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. აღნიშნული შინაარსის მესიჯი გააჟღერა დღეს ირაკლი კობახიძემაც.