უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 6 თვეზე მოკლე პერიოდში უნდა მიიღოს და ქვეყანა ამას იმსახურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, ევროპელმა პარტნიორებმა პოლიტიკურად უნდა იზრუნონ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათ უნდა განუმარტონ ბრიუსელში ყველას, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში.