ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორისტული აქტი, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ოკუპირებულ ხერსონში ავტომობილის აფეთქების შესახებ ცნობას, რომელსაც რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის წევრისა და კოლაბორანტის, დიმიტრი სავლუჩენკოს სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. ხერსონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილობრივი კოლაბორანტის, დიმიტრი სავლუჩენკოს ავტომობილი ააფეთქეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავლუჩენკო „ნოვაია რუსის" წევრი და აკრძალული პოლიტიკური ძალის „შარიათის პარტიის“ წარმომადგენელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ადმინისტრაციამ კოლაბორანტის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.