ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთი ქალაქის ახლომდებარე ტერიტორიებს ბომბავს.
სევეროდონეცკის მიმართულებით, მტერმა დაბომბვა განახორციელა ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ლისიჩანსკის, სევეროდონეცკის, ბელაია გორას, მახლობლად.
საჰაერო დარტყმები განხორციელდა ლისიჩანსკის და ბორივსკეს დასახლებებზე.