პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის ოპოზიციასთან თამაშის გარკვეულ წესზე შეთანხმდეს. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ახსენებს, რომ „პირველი პირობა მათი შესასრულებელია“.
პრემიერი ოპოზიციას ასევე მოუწოდებს, ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენონ და ერთად შეასრულონ ევროკომისიის პირველი რეკომენდაცია - პოლარიზების დასრულება.
ღარიბაშვილის შეფასებით, პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად ნახევარი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, ნახევარი კი ოპოზიციის ვალდებულება. შესაბამისად, პრემიერი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ეს პირობა შეასრულონ.