უკრაინაში ომის 121-ე დღეა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 34 530 რუსი სამხედრო მოკლეს.
უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც გაანადგურა. მათ შორისაა: 1507 ტანკი, 3637 ჯავშანტექნიკა, 759 საარტილერიო სისტემა, 241 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 99 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 216 საბრძოლო თვითმფრინავი, 183 ვერტმფრენი და 622 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 338 ბავშვი დაიღუპა და 610 დაშავდა. მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან შემთხვევების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.