ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი შეაჩეროს. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის უკრაინის შესახებ არსებულ დასკვნაშია ნათქვამი.
სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება კიდევ უფრო მეტად აძლიერებს წნეხს რუსეთზე და მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შეჩერებას. გაგრძელდება მუშაობა სანქციებზე, მათ შორის, სანქციების შესრულების გამკაცრებისა და მათთვის გვერდის ავლის პრევენციის მიმართულებით.
"ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს, კერძოდ, კანდიდატი ქვეყნები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.