პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან. მათი განცხადებით, დღეს ჩვენი მომავალი გადის ევროპაზე და არავის აქვს უფლება, რომ ქვეყნის ნათელ მომავალს ხელი შეუშალოს. მათივე თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილს ახალი თაობის იმედი აქვს, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ერთიანობა, რათა მივიდეთ იმ შედეგამდე, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.