მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ქართველ ხალხს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა რომ ამ სტატუსის მინიჭება დამსახურებულად მოხდა. მთავრობის მეთაურმა მზაობა გამოთქვა ეროკომისიის მხირდან წარდგენილი პრიორიტეტების შესრულებისთვის ყველაფერი გაკეთდეს, მათ შორის შედგეს კონსტრუქციულ დიალოგი ოპოზიციასთან. ირაკლი ღაირაბშვილმა მედიის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვებსაც უპასუხა.