100 000 ამერიკული დოლარი Airbnb-სგან - კომპანია უცნაური და განსხვავებული დიზაინისთვის მასშტაბურ ჯილდოს აწესებს. გასულ წელს, Airbnb-მ მსოფლიო მასშტაბით 30,000-ზე მეტი უნიკალური სია წარმოადგინა, თუმცა განსხვავებული ტიპის საცხოვრებელ ადგილებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ კომპანიამ მშენებლობისთვის უფრო მეტის გადახდაც გადაწყვიტა.
22 ივლისის ჩათვლით, Airbnb-ი შემოთავაზებებს იღებს, რომლებიც ორიგინალურობის, მდგრადობის, განხორციელებადობისა და სტუმრებისთვის შეთავაზებების ერთობლიობით შეფასდება. გამარჯვებული აპლიკანტებისადმი კომპანიას მხოლოდ ორი მოთხოვნა აქვს: პროექტის დასრულების შემდგომ, ახალი სივრცის Airbnb-ზე გაქირავება და ერთი წლის განმავლობაში, კონკურენტ მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმებზე, საკუთრების განთავსების უფლების შეზღუდვა.