როგორია საქართველოს ეკონომიკური მონაცემები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით - Palitra News

როგორია საქართველოს ეკონომიკური მონაცემები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით

2022-06-24 13:30:39+04:00

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო, სამხრეთ კავკასიაში ლიდერია. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ თითქმის 15-ს მიაღწია. ზრდის ტენდეცია გაგრძელდა აპრილშიც.

2022 წლის 4 თვეში, ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ დაახლოებით 11.%-ით გაიზარდა. რაც შეეხება სამეზობლოს სხვა ქვეყნებს, მაგალითად, აზერბაიჯანის ეკონომიკა მიმდინარე წლის 4 თვეში საშუალოდ 7%-ით გაიზარდა. ცხადია ეკონომიკის ასეთი ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მსოფლიოში ნავთობის გაძვირებაა, რაც ქვეყნის შემოსავლებზე დადებითად აისახება. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ზრდის ტენდეციის ხასიეთდება სომხეთის ეკონომიკაც.

უფრო კონკრეტულად, იანვარ-აპრილში ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 9%-ით გაიზარდა. შესაბამისად გამოდის, რომ მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში, ეკონომიკის ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი სამეზობლოში საქართველოს აქვს.