ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, A ჯგუფში, საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ძლიერ გუნდთან 9:10 დამარცხდა.
ტურნირის დებიუტანტმა ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა პირველ ტურში ბრაზილიას 14:10 სძლია. რაც შეეხება მონტენეგროსთან მატჩს, პირველი მეოთხედი 1:4 წავაგეთ, მეორე მეოთხედში კი ანგარიშის გათანაბრება შევძელით და პირველი ტაიმი 4:4 დასრულდა. მესამე მეოთხედში მეტოქე ისევ სამი ბურთით დაწინაურდა, ჩვენმა გუნდმა მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ისევ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ბოლო შეტევაში ერთ ბურთიანი სხვაობა ვერ გავაბათილეთ და დრამატულ მატჩში დავმარცხდით. საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან 3 გატანილი გოლით ვასიჩი გამოირჩა, 2 ბურთი კი ბითაძის ანგარიშზეა. დეიან სტანოევიჩის გუნდი 25 ივნისს უნგრეთს შეხვდება. ჯგუფიდან გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის, ხოლო მეორე და მესამეადგილოსნები - მერვედფინალში.