ნიკა მელია - ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება - შეცდომები დაუშვიათ სხვებსაც და თავადვე გამოუსწორებიათ - Palitra News

ნიკა მელია - ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება - შეცდომები დაუშვიათ სხვებსაც და თავადვე გამოუსწორებიათ

2022-06-24 09:11:16+04:00

ევროსაბჭს გადაწყვეტილებას ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეც ეხმაურება. ნიკა მერლია მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის შეცდომა, არჩეული ხელისუფლება იყო. მელია ამბობს, რომ მსგავსი შეცდომები უფრო დიდი გამოცდილების ევროპელ ხალხსაც დაუშვია, რაც თითოეულმა მათგანმა უკვე გამოასწორა.

მელია ფიქრობს, რომ ანალოგიური ქმედება მოხდება საქართველოში, ხელისუფლების გადადგომის კუთხით. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე დღეს დაგეგმილ აქციასაც აანონსებს და მოსახლეობას სახლიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს.