ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ფორმატში სტუდენტურ ჯგუფებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა რომლის მთავარი განხილვის საკითხი, ფინანსური გამჭვირვალობასა და უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვას ეხებოდა. არსებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა დაინტერესებულ სტუდენტებსაც შეეძლებათ. ამასთან. შეხვედრაზე საუბარი, უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის ცვლილებასაც შეეხო, რაზეც საერთო პოზიცია არსებობს - აღნიშნული წესი შეცვლას საჭიროებს.