ტყიბულის მერის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქ ტყიბულის ქუჩები და სოფლების უმეტესობა დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები - Palitra News

ტყიბულის მერის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქ ტყიბულის ქუჩები და სოფლების უმეტესობა დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

2022-06-23 20:25:59+04:00

დატბორილი სახლები, დაზიანებული ხიდები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა ტყიბულში მოსახლეობა დააზარალა. დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ დრომდე მუშაობს. მიმდინარეობს მოსახლეობის ზარალის დათვლის პროცესი. წყალმოვარდნება პრობლემები შექმნა სამეგრელოშიც, სადაც სახლების პირველი სართულებია დატბორილი. დაზარალდა სენაკის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები.