საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით,ირლანდიელმა პარლამენტარებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ამ პროცესში ქვეყნის შემდგომი ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარება ისტორიული ნაბიჯია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირის წევრობისადმი და ამ პროცესში, ქვეყნის შემდგომი ძალისხმევის მხარდაჭერა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოსა და ირლანდიის ურთიერთობებში მზარდ დინამიკასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.