ხოშტარია მედიასაშუალებებსა და არასამთავრობოებს მისი და მისი ოჯახის ანგარიშების დოკუმენტაციის ნახვისკენ მოუწოდებს - Palitra News

ხოშტარია მედიასაშუალებებსა და არასამთავრობოებს მისი და მისი ოჯახის ანგარიშების დოკუმენტაციის ნახვისკენ მოუწოდებს

2022-06-23 17:01:36+04:00

ელენე ხოშტარია ქართული ოცნების ლიდერების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული. როგორც მოძრაობა დროას ხელმძღვანელი აცხადებს, შეუძლებელია, გოგი ხოშტარია, სოლიკო ვირსალაძე და თავად ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტებად გამოიყვანონ.

ხოშტარია მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი და მისი ოჯახის წევრების ანგარიშების დოკუმენტაციის ნახვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ იმის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ივერი მელაშვილს დამართა, არაფერია გასაკვირი. მისი შეფასებით, ნებისმიერი სიბინძურე ამ ხელისუფლებისთვის მისაღებია.