ბრიუსელში ახლა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ქვეყნების წარმომადგენლები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს ხვდებიან , რომლის შემდეგაც ადგილობრივი დროით დაახლოებით ხუთი საათისთვის სამიტი იწყება, სადაც უნდა მოხდეს იმის განხილვა მიენიჭებათ თუ არა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი. 27 ქვეყნის წარმომადგენელი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას ასოცირებული ტრიოს შესახებ.