"ლიბერთი ბანკისა" და ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამის "ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - Palitra News

"ლიბერთი ბანკისა" და ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამის "ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022-06-23 13:06:18+04:00

ლიბერთი ბანკისა და ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამის "ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

კერძოდ, ყველაზე მოთხოვნად - კარდიოქირურგულ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე სპეციალური ფასები გავრცელდება. ფასდაკლებებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები - მომხმარებელი თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს გადაიხდის. ასევე, შაბათ-კვირას, ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე 50%-იან ფასდაკლებით ისარგებლებენ.

"ლიბერთი ბანკისა" და ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.