სალომე ზურაბიშვილის მიერ მოსმენების კანონპროექტზე ვეტოს დადებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. მმართველ გუნდში მოსახლეობას პირდებიან, რომ ვეტოს მიზეზებზე საკითხის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად ისაუბრებენ. თავად კი ვეტოს დაძლევის პრობლემა არ გააჩნიათ და საკითხს მოგვიანებით განიხილავენ.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტო არის დასაწყისი იმისა, რომ პრეზიდენტი ბევრად უფრო თამამად და თანმიმდევრულად შეასრულებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ვეტოს უფლება პრეზიდენტს სხვა კანონპროექტებზეც უნდა გამოეყენებინა.