მაიკ გალერი - ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის არჩევაც ევროკომისიას მოუწია - Palitra News

მაიკ გალერი - ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის არჩევაც ევროკომისიას მოუწია

2022-06-23 09:31:08+04:00

ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრირებას ახდენს, უკეთ იცის, თუ ვინ უნდა დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის არჩევაც ევროკომისიას მოუწია, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი "ტვიტერის" გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, სადაც იგი აღნიშნავს, რომ "ევროპის სახალხო პარტია", უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები და ქართული ოპოზიცია "დაჟინებით მოითხოვდნენ", რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.