ხელისუფლების ოპონენტების, პრეზიდენტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის მიუხედავად, მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნისა და ქართველი ხალხის პროგრესისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ხალხს ეუბნება რომ ქვეყანას ცეცხლითა და მახვილით დაიცავს. ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ ქვეყნისთვის პროგრესის მისაღწევად მას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. იმ შემთხვევაში თუ ვინმე დესტაბილიზაციის მცდელობას გაბედავს, პრემიერი ჰპირდება, რომ კანონიერი საშალებით გასცემს პასუხს.