„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“ განიხილეს. გავრცელებული ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციით, უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის მექანიზმები გაიხარდა, მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზები რჩება, რაც უსაფრთხოების სექტორს ზედამხედველობის მიღმა ტოვებს. მათი შეფასებით, აღნიშნულს კიდევ უფრო ართულებს უსაფრთხოების სექტორის საქმიანობისთვის დამახასიათებელი საიდუმლოების მაღალი ხარისხი.