ირაკლი კობახიზე - რა თქმა უნდა, საქართველოში ოლიგარქები არიან: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე - ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არ არის არცერთი ოლიგარქი - Palitra News

ირაკლი კობახიზე - რა თქმა უნდა, საქართველოში ოლიგარქები არიან: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე - ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არ არის არცერთი ოლიგარქი

2022-06-22 20:29:39+04:00

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში ოლიგარქები - კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან. ამ 4 გვარის მატარებელი ადამიანები კი პოლიტიკას არიან შეფარებულები. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ გავლენა აქვთ მედიაზე. მეტიც, გააჩნიათ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, რომელიც მითითებულია უკრაინულ კანონში, შესაბამისად, უკრაინული კანონით ეს ადამიანები ოლიგარქის ცნების ქვეშ მოხვდებიან. გარდა ამისა, ქართული ოცნების თავმჯდომარე კიდევ ერთხელ აფასებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუცია და მას „ღირსებას მოკლებული დოკუმენტი“ უწოდებს.