თბილისის მერს მიაჩნია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უარი - საქართველოს სანქციების პროცესში არ ჩართვა და ქვეყანაშ მესამე ფრონტის გახსნისგან თავის არიდება გახდა. კახა კალაძის შეფასებით, საქართველო კანდიდატის სტატუსი მიღებას იმსახურებდა, რადგან 3 ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული სწორედ საქართველო იყო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით კი, მმართველ გუნდს ევროკომისიის დოკუმენტში წარმოდგენილ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. როგორც ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებით ირკვევა, ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილი თითქმის ყველა პუნქტი,,, ასოცირების ხელშეკრულებაშიც იყო შეტანილი. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე, ირაკლი კობახიძე პროგნოზირებს, რომ ევროპული საბჭო, ევროკომისიის რეკომენდაციებს არ შეცვლის.