საქართველოში 2016 წლამდე მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირს წერილით მიმართავენ, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი წერილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადასცა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განaცხადა, ევროკავშირში სულ 29 წერილი გაიგზავნა - ერთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ერთი ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ხოლო დანარჩენი, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერების სახელზე.
წერილს ხელს აწერს 2016 წლამდე მოქმედი ყველა ლიდერი.