ბელარუსმა უკრაინის საზღვართან წვრთნები დაიწყო - Palitra News

ბელარუსმა უკრაინის საზღვართან წვრთნები დაიწყო

2022-06-22 16:04:03+04:00

ბელარუსმა უკრაინის საზღვართან ახლოს, გომელის ოლქში, სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო, რომლებიც 1 ივლისამდე გაგრძელდება, - ამ ინფორმაციას ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. "ყოველწლიური წვრთნები, ისევე როგორც წინა წლებში, ახლაც ჩატარდება. წვრთნების მიზანია დავალებების შესრულების დროს სამხედროების მზადყოფნა შეამოწმოს", - წერს გამოცემა.

როგორც ცნობილია, წვრთნებში ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ჩართვა იგეგმება.