"თალიბების" ინფორმაციით, ავღანეთში, მიწისძვრის შედეგად 920 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

"თალიბების" ინფორმაციით, ავღანეთში, მიწისძვრის შედეგად 920 ადამიანი დაიღუპა

2022-06-22 16:03:37+04:00

ავღანეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მინიმუმ 920 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ ლიდერის მოადგილემ კატასტროფების მართვის საკითხებში, შარაფუდინ მუსლიმმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დაშავდა კიდევ 600 ადამიანი.

ამასთან, „თალიბანის“ ლიდერმა, ჰიბათულა ახუნდზადამ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად ასობით სახლი დაინგრა და დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მიწისძვრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში მოხდა. სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო.