პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ხმაურით დაიწყო.
ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დასაწყისს მოჰყვა, რომლის დროსაც მან აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილებას მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი. მის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდეჯერმე მიმართა, რომ არის "მოღალატე". მას ასევე უწოდა "მონა".
ჯამში, პრემიერ-მინისტრს ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მისცეს სიტყვის გაგრძელების საშუალება. აღნიშნულის გამო ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარისგან გაფრთხილება მიიღო.
"ექიმი ხომ არ გჭირდებათ? წამალი არ გაქვთ? მიუტანეთ დაამშვიდეთ" - მიმართა ხატია დეკანოიძეს ირაკლი ღარიბაშვილმა.