"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც შუალედური ანგარიში "უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები" განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.
გავრცელებული ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციით, ერთი შეხედვით, გაიზარდა უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის მექანიზმები, მაინც რჩება მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზები, რაც უსაფრთხოების სექტორს ზედამხედველობის მიღმა ტოვებს.
აღნიშნულს კიდევ უფრო ართულებს უსაფრთხოების სექტორის საქმიანობისთვის დამახასიათებელი საიდუმლოების მაღალი ხარისხი.