თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყნის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ვინმემ თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით დააზიანოს ქვეყანა.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო. თბილისის მერი აღნიშნავს, „საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებით“.
კალაძის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით.