ევროკავშირი სასურსათო უსაფრთხოებისთვის 600 მლნ ევროს დახარჯვას გეგმავს. ევროკომისიამ მოამზადა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ევროპული განვითარების ფონდიდან სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, აღნიშნული თანხა უნდა მობილიზდეს. 150 მლნ ევრო ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება, 350 მლნ ევრო მდგრად განვითარებასა და საკვების სისტემის რეზისტენტულობაზე, ხოლო 100 მლნ ევრო მაკროეკონომიკურ მხარდაჭერაზე. ევროკომისიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციამდე მსოფლიოს 53 ქვეყანაში 193 მლნ ადამიანს საკვებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდა. ომმა კი ეს სიტუაცია მკვეთრად გააუარესა.
„რუსეთი ჯერ კიდევ ბლოკავს კრიტიკულად საჭირო მილიონობით ტონა მარცვლეულს იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს დავეხმაროთ, მობილიზება გავაკეთეთ დამატებით 600 მლნ ევროსი, რათა თავიდან ავიცილოთ სასურსათო კრიზისი და ეკონომიკური შოკი” - წერს ტვიტერის პირსდ გვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტიურსულა ფონ დერ ლაიენი.