Fit for Partnership მენეჯერთა საკვალიფიკაციო პროგრამის დაწყების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და გერმანიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.
სასწავლო პროგრამა საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატზე ზემოქმედების ფედერალურ სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მიერ არის ორგანიზებული და 2016 წლიდან ხორციელდება.
პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩათვლით. მასში უკვე 150-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი პროგრამის ფარგლებში გერმანიაში 20-ზე მეტი ქართველი მეწარმე გაემგზავრება.