საქართველოში მყოფი დევნილი უკრაინელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც უკრაინელებს საჭირო ამბულატორიულ და ქირურგიულ მომსახურებას გაუწევს. პროგრამა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ და "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისმა" დაანონსა. საკითხზე საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართა. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრეგორი კუნცის მიაჩნია, რომ პარტნიორობის შედეგად საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის ჯანდაცვის სერვისი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.