უაქციზო ალკოჰოლური სასმელების შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - Palitra News

უაქციზო ალკოჰოლური სასმელების შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

2022-06-22 11:13:00+04:00

დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული, მის საცხოვრებელ სახლში, 7 869 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების უაქციზო ალკოჰოლურ სასმელს ინახავდა.

დანაშაული 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.