საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ჩატარებული კონცერტის შემდეგ განცდილ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს უზიარებს საზოგადოებას.ნიკოლოზ რაჭველი უკრაინას ნინო ქათამაძესთან ერთად სტუმრობდა და უკრაინელი მსმენელისთვის კონცერტი გამართა, სადაც ნინოს რეპერტუარიდან ყველა ცნობილი სიმღერა შესრულდა.დღის ფოტო: ნინო ქათამაძის შეხვედრა ოლენა ზელენსკასთან“საოცარ, ძვირფას, ლამაზ და თბილ უკრაინაში ჩემთვის დაუვიწყარი მოგზაურობა რომ ჩაივლის უფრო დაწვრილებით გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს, ახლა კი მხოლოდ ერთს დავწერ ქალაქ ლვოვიდან: ეს ქვეყანა და მისი ეს მხარე, ეს საოცარი ქალაქი თავისი ხალხით, კულტურით და ულამაზესი არქიტექტურით ნამდვილი ევროპაა!!! [მარტო Grand Hotel Lviv Casino & SPA ეს ულამაზესი სასტუმრო რად ღირს თავისი მშვენიერებით, რომელთა წარმომადგენლობას მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა Sofia Tchkonia-ს, Nino Katamadze-ს და ჩემი გულთბილი მასპინძლობისთვის და ჩვენი საქველმოქმედო ღონისძიებების მხარდაჭერისთვის. მშვიდობა მალე დადგება და გამარჯვებული უკრაინის ეს ულამაზეს ქალაქი ყველა სტუმარს უმასპინძლებს!ასე რომ ვულოცავ მათ ევროკომისიის რეკომენდაციას, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობაა!!!