უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი რაც შეიძლება მალეა საჭირო - რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა ომისთვის და მისი აგრესიული ანტიევროპული პოლიტიკისთვის.
მისი თქმით, რუსეთის მორიგი მუქარა ლიეტუვის მიმართ, ენერგეტიკული ზეწოლის მორიგი ტალღა, რუსი ოფიციალური პირების მორიგი სიცრუე სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით სანქციების მეშვიდე პაკეტზე შესათანხმებლად არგუმენტებს წარმოადგენს.
ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე ცუდი მდგომარეობა ლუგანსკსა და დონეცკშია.