გერმანიიდან გაგზავნილი მძიმე იარაღი უკრაინაში ჩავიდა - Palitra News

გერმანიიდან გაგზავნილი მძიმე იარაღი უკრაინაში ჩავიდა

2022-06-22 09:18:56+04:00

გერმანიის მიერ გაგზავნილი თვითმავალი ჰაუბიცები, უკრაინაში ჩავიდა. მაისში გერმანიამ პირობა დადო, რომ ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის დაპირებულ 5 ჰაუბუცას შვიდ საარტილერიო სისტემას დაამატებდა და უკრაინაში გაგზავნიდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, გერმანელ კოლეგას დახმარებისთვის მადლობას უხდის. საერთაშრისო მედიებში ამბობენ, რომ ჰაუბიცების მიწოდება უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითია. როგორც ირკვევა საბრძოლო იარაღს 40 კილომეტრამდე ზუსტ მანძილზე გასროლა შეუძლია.