უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი.
როგორც მან საღამოს მიმართვაში განაცხადა, რუსეთმა უნდა იგრძნოს ზეწოლა.
"დღეს იყო უკიდურესად აქტიური საგარეო პოლიტიკური აქტივობის დღე - სატელეფონო საუბრების თითქმის მარათონი.
ჩვენ ვზრდით უკრაინის კანდიდატურის მხარდამჭერთა რაოდენობას და რწმენას, რომ პარასკევს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
ყველა მოლაპარაკების დროს მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი საჭიროა რაც შეიძლება მალე. რუსეთმა ომისთვის ზეწოლის მუდმივი ზრდა უნდა იგრძნოს",- ამბობს ზელენსკი.