ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 23-24 ივნისს გასამართი ევროკავშირის სამიტის წინ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საერთო პოზიცია დააფიქსირეს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კლემენტ ბონმა ევროკავშირის საერთო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ისინი იდეალური კონსესუსის მოწმენი გახდნენ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის ერთიანობა კვლავაც რეალური რჩება; ევროპა განაგრძობს წინსვლას ამ ისტორიულ მომენტში.
ბონის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ევროკავშირში და "ეს გრძელი და რთული პროცესია".