თსუ-ს რექტორი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა - Palitra News

თსუ-ს რექტორი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

2022-06-22 09:16:18+04:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათი განცხადებით, სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო თსუ საერთო საცხოვრებელთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, სასწავლო პროცესებსა და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის, ელენე წოწონავას განცხადებით, რექტორთან შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით გაიმართა.